weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი პროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ გამოეთიშა

10:53 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის - „საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევ ტურში ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და „ოქროს ბილეთიც“ მიიღო, კონკურსს გამოეთიშა.

როგორც ანასტასიამ მედიასთან განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოუსმინეს „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ეტაპზე, სადაც ჟიურიმ ფინალისტები გამოავლინა. მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის შეთავაზება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო.

„მე არ მოვსულვარ როგორც ტრანსფორმირებული ქალი, მე მოვედი იმისათვის, რომ ვიმღერო... მოვედი ჩემი ბავშვობის ოცნების ასახდენად. ასევე, მინდა წარვადგინო ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ და ჰქონდათ დიდი ტკივილი. მე ხმა ვარ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს ცხოვრება განვლეს. დროა იმისა, რომ ჩვენ ყველგან მიგვესვლება და გვეთქმის ჩვენი სიტყვა“, – ამბობდა ანასტასია პირველი შესარჩევი ტურის ვიდეოში, რომელსაც Facebook-ზე 300 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

14 იანვარს „საქართველოს ვარსკვლავმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შაბათს, 19 იანვარს, მაყურებელი პროექტის მეორე ტურს და კონკურსანტების ფინალურ ათეულს იხილავს.

„კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეების მოსმენისას, ჟიური აფიქსირებს დადებით ან უარყოფით შეფასებას. დადებითი შეფასება გამოიხატება „ოქროს ბილეთით“. პირველ ეტაპზე, ჟიურის არ აქვს შეზღუდვა - მას შეუძლია გასცეს იმდენი „ოქროს ბილეთი“, რამდენი კონკურსანტიც მოეწონება. წესების შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა. კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება „ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით. ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს. შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიმ 48 ოქროს ბილეთის მფლობელს შორის 22 კონკურსანტი შეარჩია, რომელთაც კასტინგის მეორე ეტაპზე მოუსმინა და მათგან „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო, ფინალური ათეული შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ეთერში პირველად 5 იანვარს გავიდა. როგორც ცნობილია, პროექტის გამარჯვებული 2019 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გაემგზავრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]