უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევის შემდეგ გარდაცვლილების ვინაობა იდენტიფიცირებული არ იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.