weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში შენაქოსთან და დიკლოსთან დამაკავშირებელ ხიდზე გადაადგილება სახიფათოა

22:24 კვირა, 25 ივნისი 2017

თუშეთში შენაქოსთან და დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო ხიდი დაზიანებულია. როგორც „რეგინფოს“ თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, ხიდთან მისასვლელი მიწაყრილი ჩამოშლილია, რაც ავტომობილების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

„ამჟამად ხიდზე გადასვლა მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანებს (ჯიპები) შეუძლიათ, თუმცა უსაფრთხო არ არის. რაც შეეხება „კამაზის“ ტიპის მანქანებს, ხიდზე ვერ გადავლენ. ადგილობრივ მოსახლეობას და მეცხვარეებს უკვე დასჭირდებათ სატვირთო ავტომანქანების გამოყენება, რაც შეუძლებელია. ხიდის გამაგრებითი სამუშაოები მანამდე უნდა დაიწყოს, სანამ მიწაყრილი მთლიანად ჩამოიშლება“, - ამბობს ლადო კახოიძე.

მისივე თქმით, ხიდი 2006 წელს გაკეთდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ არის შეკეთებული. ხიდი ლითონის კონსტრუქციაა და ზემოდან ხის საფარი აქვს. კახოიძის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად თუშეთში ორშაბათს გაემგზავრებიან.

სოფელი შენაქო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ომალოდან 8 კილომეტრით არის დაშორებული, დიკლო კი 13 კილომეტრით. ეს სოფლები ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პუპულარული მიმართულებებია.

უგზოობის გამო წელს თუშეთში ტურისტული სეზონის გახსნა ისედაც დაგვიანდა. თუშეთის გზა 12 ივნისს გაიხსნა, რადგან ზამთარში უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც 8–10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. არსებობს საფრთხე, რომ წვიმების დროს მთა კიდევ ჩამოიშალოს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ინტენსიური წვიმების დროს თუშეთის გზას დაკეტავენ.

თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]