weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია გამოხატოს

13:29 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს.

„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინას არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისთვის, ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის შიგნით აწარმოებს. ამიტომ ველი მათ პასუხს, რა არის მათი პოზიცია, რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ეს არ არის სწორი ჩვენი კონსტიტუციის და საღი აზრის თვალსაზრისით.

აბსოლუტურად მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, რომ უნდა გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე.

ჩვენი ამოცანაა ჩვენმა მეგობრებმა მთელს მსოფლიოში იცოდნენ, რა ინსტრუმენტებს იყენებს ჩვენს, უკრაინის და ზოგადად, მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთი. ასეთი ინსტრუმენტი არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ამ საკითხზე პოზიციის არქონა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირების ამ შესაძლებლობის არგამოყენება არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ ამ საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]