weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირლანდიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

14:35 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიიდან საქართველოში ჩარტერული რეისით ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს. პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით შსს დეტალებს არ ასაჯაროებს.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს დილით გაავრცელა. ტელეკომპანია იუწყება, რომ სამშობლოში იძულებით დაბრუნება 100-მდე მოქალაქეს ემუქრება. „რუსთავი 2“-ის ცნობით, საქართველოს ათეულობით მოქალაქე ქალაქ კორკში გვიან ღამით დააკავეს. ორმა რესპონდენტმა სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ მიდგომა დეკემბერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ქართველი სამართალდამცველებიც მოქმედებენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, „რუსთავი 2“-მა თეა წულუკიანის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში წულუკიანის ბოლო ვიზიტი 2014 წლის 8-9 მაისს შედგა.

„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტს არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი. შედეგად, „რუსთავი 2“-ის მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]