weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2020

ქუთაისში მსვლელობა „დაარეგულირე სიცოცხლისთვის“ გაიმართება

11:29 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 hits 612

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ავარიის შედეგად დაღუპული სამი ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება და მასში მონაწილეები მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებისთვის რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.

„14 იანვარს საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა – ბაქარ ზივზივაძე, გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია ემსხვერპლნენ. აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.

16 იანვარს, 12:00 საათზე ქუთაისის ყინულის მოედნიდან ვიწყებთ სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობას უბედური შემთხვევის ადგილამდე. აქცია-მსვლელობა ეძღვნება გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნასა და უსაფრთხოების რეგულაციების მოთხოვნას იმ უწყებებისგან, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

14 იანვარს, გვიან ღამით, ქუთაისიდან 5 კილომეტრში, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]