თოვლისა და ლიპყინულის გამო, ხაიში-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ჯვარი-დიზის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დიზი-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქაც თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე, ანუ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის პირველიდან 30-ე კილომეტრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.