weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რეაბილიტაციის გამო თბილისში ვახუშტის ხიდი რამდენიმე თვით ჩაიკეტება

13:24 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წერეთლის გამზირისა და სააკაძის მოედანის დამაკავშირებელი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია 2015 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე გადაწყდა.

„ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მოსახლეობას სამუშაოების დაწყების და რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

„სამუშაოები დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშული ხიდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომაც, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]