სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთი მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე კი მსუბუქად იყო დაშავებული, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ქარის სიჩქარე 25 მ/წმ-ს აჭარბებს, რის გამოც ქალაქში პრობლემები შეიქმნა – დაზიანებულია ხეები, შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.