შემთხვევა დაახლოებით 30 წუთის წინ მოხდა. ადგილზე მაშველები, სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
„აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. დანარჩენზე მიმდინარეობს გამოძიება და მოგვიანებით გავაკეთებთ ვრცელ განცხადებას. ტერიტორიაზე მოქალაქეები აღარ იმყოფებიან, არიან მხოლოდ სამშველო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.