weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია 3 ადამიანი – კუპატაძე

21:31 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 hits 742

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]