weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს

22:06 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა) ეს თანამდებობა 2 წლის ვადით დაიკავა. საბჭოს სხდომაზე ნანა ხუნჯუას გარდა, ადვოკატ ირმა ჭკადუას კანდიდატურა დასახელდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნანა ხუნჯუამ საქართველოს პროკურატურაში კარიერა 2006 წელს დაიწყო. ამჟამად ის გენერალური პროკურატურის პროკურორია. საპროკურორო საბჭოს წევრად ხუნჯუა 2018 წლის მარტში აირჩიეს.

15 წევრისგან შემდგარ საპროკურორო საბჭოს დღემდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. როგორც წულუკიანმა თქვა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პროკურატურის განცალკევების პროცესი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, დღეს დასრულდა.

„დღეს არის ის დღე, როდესაც საქართველოს პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საბოლოოდ დამოუკიდებელი ხდება. მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს და პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

დღეს ჩვენ 5-წლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე. დღეს ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით საპროკურორო საბჭოს ბოლო სხდომა და კანონის შესაბამისად ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი, ქალი პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. საქართველოს პროკურატურას, ბატონ გენერალურ პროკურორს ვულოცავ და ვუსურვებ მათ იმ პრინციპების შესაბამისად მუშაობა, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კანონში: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სამართლიანობა, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში მონაწილეობს.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა და საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]