weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას 4 ბავშვი დაშავდა

22:37 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისში, დიდ დიღომში, ახალაშენებულ 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა. გარდა ამისა, დაშავებულია სრულწლოვანი მამაკაციც.

„ღუდუშაურის კლინიკაში არის ერთი პაციენტი, მოზრდილი მამაკაცი, რომელსაც საბედნიეროდ მსუბუქ და საშუალო ხარისხებს შორის აქვს დაზიანება. რაიმე ინტენსიური ან ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას. ამ წუთების ინფორმაციით, ოთხი ბავშვია დაშვებული. სამი მათგანის მდგომარეობა მსუბუქსა და საშუალოს შორის არის, მეოთხე უფრო საყურადღებოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.

დღეს საღამოს, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.

დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

საცხოვრებელ კორპუსში ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები მუშაობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]