weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

00:08 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

თბილისში, დიდი დიღომში, ახალაშენებულ 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით „იმედის“ კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 წლის ბიჭია.

„პაციენტი მოიყვანეს 20:30 საათზე, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ანუ გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ლიქორეა ყურიდან, თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული, მოყვანის შემდეგ გულის რიტმის აღდგენა მოხერხდა, თუმცა ნახევარ საათში გულის გაჩერება კვლავ განვითარდა“, – აღნიშნა ექიმმა ჟურნალისტებთან.

დღეს საღამოს, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

საცხოვრებელ კორპუსში ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობენ. 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]