შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი გაზქურაში დაგროვდა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.