weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ნინოწმინდა-კარწახის გზაზე ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

10:49 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

ნინოწმინდა-კარწახის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი „ნივის“ და ორი „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოტეხილობებით და სხვა სახის ტრავმებით მოათავსეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რაც შეეხება გზაზე დღეს არსებულ ვითარებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის პირველიდან 36.5 კილომეტრამდე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]