weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სავარაუდოდ 200 ათას ადამიანს წითელას იმუნიტეტი არ აქვს – სერგეენკო

13:50 პარასკევი, 18 იანვარი 2019

„დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში წითელას 335 შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც მკვეთრად მატულობს. ეს რაოდენობა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მოქალაქეებს მოუწოდა, წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო ერთი მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევარის - ვერა და ამაში გარკვეული წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს.

დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე. უმეტესად ეს არიან საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.

ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამასთან საბრძოლველად. ამიტომ ცალსახა მოწოდება იქნება, რომ ერთიანად ჩავატაროთ ვაქცინაცია და მოვხსნათ ეს რისკი, სხვა შემთხვევაში, რისკები იქნება მაღალი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წითელას ყველაზე მეტი შემთხვევები იმერეთში, სამეგრელოში, თბილისსა და კახეთში ფიქსირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]