ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბინაში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და პენსიის ფული - 700 ლარი წაართვეს. ამ დროს ის სახლში მარტო იყო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მოხუცს სცემეს და გაკოჭეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მულით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცავებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.