weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კრემლის ფონზე ფოტოებისთვის აკრიტიკებენ

15:10 შაბათი, 19 იანვარი 2019
ფოტო: newpress.ge ფოტო: newpress.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოსკოვში, კრემლის წინ ფოტოების გადაღებას და მათ სოციალურ ქსელში განთავსებას აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია გოქაძემ განაცხადა, უხერხულია, რომ მაღალი თანამდებობის პირი კრემლის წინ იღებს ფოტოებს მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

„ეს არ არის რომელიმე სეპარატისტი ლიდერის ფოტო. ეს არის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ფოტო კრემლის ფონზე. პატარა ბავშვმაც კი იცის, როგორია მოსკოვის პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და სამწუხაროდ, ამის გააზრება ან გარკვევა უჭირს ქალაქში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს – საკრებულოს თავმჯდომარეს. ეს ასევე მესიჯია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიიჩნევენ, რომ რუსეთი უდანაშაულოა“, – განაცხადა გია გიქაძემ.

მან საკრებულოს წევრებსა და იმერეთის გუბერნატორს მოუწოდა, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ: „მოვუწოდებთ საკრებულოს ყველა დეპუტატს და იმერეთის გუბერნატორს, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალია, შეაფასონ ნიკა ლატარიას ქმედება. თუ ეს დასაგმობი ქმედებაა, მაშინ როგორ წარმოუდგენიათ მისი თავმჯდომარეობა?“.

ქუთაისის საკრებულოსა და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კრემლის ფონზე გადაღებული ფოტოები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს Facebook-ის პირად გვერდზე აქვს გამოქვეყნებული. ნიკოლოზ ლატარია მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი მოსკოვში სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]