weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ

18:04 შაბათი, 19 იანვარი 2019
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს.

ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

„აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანი გუშინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.

„ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია“, – აცხადებენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]