„ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. იმედი გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველის ძალისხმევა კვლავ დაგვეხმარება ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რომ საქართველოში დაცული იყოს ბავშვების უფლებები“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ.
იუნისეფის ელჩები მთელს მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობებსა და აღიარებას იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოებისა და მთავრობების ყურადღება მიაპყრონ ბავშვთა უფლებების დაცვას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
იუნისეფის კეთილი ნების ელჩები არიან ქეითი პერი, სერენა უილიამსი, ლიამ ნისონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დევიდ ბექჰემი, ჰარი ბელაფონტე, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, ლეო მესი, რიკი მარტინი, შაკირა, ვანესა რედგრეივი, სუზან სარანდონი, მია ფეროუ, სერჯიო რამოსი, ფრანჩესკო ტოტი, კლაუდია შიფერი, ევან მაქგრეგორი, რობინ უილიამსი, სარა ჯესიკა პარკერი და სხვანი.