„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო და ჯართს ხშირად აგროვებდა. მისი ცხედარი ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თხრილში იპოვეს. ტელეკომპანიის ცნობით, ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს. იქვე იყო ხელსაწყოები, რომელთაც ბიჭი ჯართის შესაგროვებლად იყენებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.