weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გიორგი გახარიამ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

12:23 კვირა, 20 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

„გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. შს მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელების ახლობლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამინისტროს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]