„რეგინფოს“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ვეჯინში მცხოვრები შუახნის მამაკაცია. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მოყინული გზა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.