weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი ბათუმის პორტში შემოვიდა

12:02 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, Donald Cook (DDG 75) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია, რომელიც ექსპლუატაციაში 1998 წელს ჩაეშვა. ეს ხომალდის მეორე სტუმრობაა საქართველოში. მის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია.

შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში.

„ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

გაიმართება ტურები ხომალდზე, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ამერიკელ მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის და რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. Donald Cook-ის საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან“, – აცხადებენ ამერიკის საელჩოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]