weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ე.წ. სამოქალაქო სექტორი ლეგიტიმურად არჩეული საბჭოს დაშლას ითხოვს – გვრიტიშვილი

13:20 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არალეგიტიმურია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის თანამდებობიდან უნდა გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირეს.

როგორც გვრიტიშვილმა თქვა, ე.წ. სამოქალაქო სექტორი სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს.

„დღეს ე.წ. სამოქალაქო სექტორი ითხოვს სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას, რისთვისაც პირველ რიგში, არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს და მეორე, ეს არის ისევ და ისევ უკანონო ხერხით სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, „მანიფესტი – მართლმსაჯულების გადასარჩენად“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, ადვოკატების და ყოფილი მოსამართლეების მიერ შეიქმნა, ფარსია.

„ამ ე.წ. მანიფესტით დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ, იმ სიაში არსებული კანდიდატების მიმართ და ზოგადად, მათთვის არასასურველი მოსამართლეების მიმართ.

როგორც ქალბატონმა გიგაურმა, კაპიტანმა გიგაურმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, საუბარია ოცამდე ადამიანზე, რომელიც, მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება გააპროტესტეს. დღესვე გამოქვეყნდა ელექტრონული პეტიცია სახელწოდებით „მანიფესტი – მართლმსაჯულების გადასარჩენად“, რომლის ხელმომწერებიც ითხოვენ, საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]