ლევან ჩხაიძე მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია „პირველში“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე მას „იბერიას“ ეთერში გადაცემა „ცენზურის გარეშე“ მიჰყავდა.