weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

22 მუნიციპალიტეტში წელს 27 სკოლის მშენებლობის დაწყება იგეგმება

17:29 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას დაიწყებს. პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.

ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელიას განცხადებით, სამშენებლო ტენდერები თებერვალში ეტაპობრივად გამოცხადდება. დღეს, ღია კარის დღეზე, სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინეს.

„ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვლის თვეში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც იქნება გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადებული. ამჟამად, სატენდეროდ მზად არის 27 პროექტი. ჯამური ინვესტიციის ღირებულება 68 მილიონი ლარია და გეოგრაფიულად მთელ საქართველოს მოიცავს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით კი დაგეგმილია ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის არიან ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]