weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად კაცი დაიღუპა

14:44 სამშაბათი, 22 იანვარი 2019
ფოტო: ინფო რუსთავი ფოტო: ინფო რუსთავი

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევის 3112 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, მათ შორის 301 შემთხვევა ადამიანის სიკვდილით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]