weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია

14:58 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც აჭარის ტელევიზიას საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა, მამუკა შამილიშვილმა უთხრა, ხსნარი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დეზინფექციის ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი.

შემთხვევა 21 იანვარს, დილით, საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოხდა. იმავე დღეს ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას პირის ღრუ აქვს დაზიანებული.

„გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, ბაღებში გაძლიერებულია სადეზინფექციო ღონისძიებები. შაბათ-კვირას დეზინფექცია ჩატარებული იყო, თუმცა ძიძამ დამატებით, დილით ადრე სველი წესით დაასუფთავა. წყალში გახსნილი სადეზინფექციო სითხე დიდ კონტეინერში უნდა ჩაებრუნებინა, რომელიც იკეტება და დაცულ ადგილას ინახება. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შემოვიდა და წყალი სთხოვა. ძიძა ამბობს, რომ ჭურჭელი ინსტიქტურად დადო და პატარასთვის წყლის დასასხმელად შებრუნდა. შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. როცა მობრუნდა ბავშვს უკვე პირთან ჰქონდა მიტანილი. დალეული არ აქვს. პირის ღრუს იქეთ აღარაა წასული“, – განაცხადა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა აჭარის ტელევიზიასთან.

მამუკა შამილიშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც აღმზრდელის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ.

იაშვილის კლინიკის ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც ბავშვმა მიიღო, ბულგარული წარმოშობის ზედაპირების დასამუშავებელი ხსნარი „სეფტოქვატია“.

„ნივთიერებას აქვს კოროზიული ქმედება და იწვევს პირის ღრუს და საყლაპავის დაზიანებას. პაციენტს აღენიშნებოდა ჭარბი ნერწყვის გამოყოფა და ყლაპვის გაძნელება. ორი დღის განმავლობაში სითხეებს ცუდად იღებდა, დღეს უკეთესად ყლაპავს. ხვალისთვის დაგეგმილი გვაქვს საყლაპავის ვიზუალური დათვალიერება, რათა დავადგინოთ დამწვრობის არსებობა-არარსებობა. დამწვრობის არსებობის შემთხვევაში უნდა დავადგინოთ მისი ხარისხი და განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა ეს სითხე დალია, ვერ გეტყვით რა რაოდენობით. სავარაუდოდ, სითხე განუზავებელი იყო“, – განაცხადა ოთარ რუსაძემ.

გრიპის ვირუსის გამო საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა და სააღმზრდელო პროცესი 21 დეკემბერს დაიწყო. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს სისტემატურად სველი წესით დალაგება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]