weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შუკერავენ

15:55 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შეუკერავენ. ავტობუსები ქალაქში თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.

მძღოლებისთვის სპეციალური ფორმების შეკერვის დავალება კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გასცა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, მძღოლებისთვის შევკეროთ სპეციალური ფორმები. ეს შეიძლება იყოს პერანგი, ჰალსტუხი, რომ სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, ჩემი დავალება იქნება, დაიწყოს ამაზე მუშაობა, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – თქვა კალაძემ.

დედაქალაქში ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსების შემოყვანის პირველი ეტაპი მაისში დასრულდება. 90 ავტობუსი მერიამ 45 მილიონ ლარად შეისყიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]