weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ნიშანი არ ყოფილა – სააგენტო 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

17:37 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019
ფოტოზე მარი წერეთელი ფოტოზე მარი წერეთელი

თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტებას აკეთებს. მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა მას თვეში რამდენჯერმე ნახულობდა.

როგორც მარი წერეთელმა განმარტა, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ბავშვის შემთხვევა ცნობილი იყო პრაქტიკულად მისი დაბადებიდან, რადგან დედამ სააგენტოს მიმართა და ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, ბავშვის დროებით, სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა.

„სამწელიწადნახევრის განმავლობაში დედა სისტემატურად, თვეში რამდენიმეჯერ ახდენდა ვიზიტებს, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში.

როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ, იმისთვის, რომ გაყვანილ იქნას პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირება. რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს უფლებას, ერთი, იყოს მნახველი და მეორე – გაიყვანოს ის. მსგავსი შეფასება მოხდა და აღვნიშნავ, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ აქტიური მონიტორინგით ბავშვის სამომავლო რეინტეგრაციაზე იყო მუშაობა დაწყებული“, – განაცხადა მარი წერეთელმა.

მისივე თქმით, 6 იანვრამდე ბავშვზე ძალადობის შესახებ შეტყობინება არ ყოფილა შესული და არც მაშინ იკვეთებოდა ძალადობის შემთხვევები, როცა ბავშვი დედას გაჰყავდა.

„3 წლის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ამის ნიშანი. დედას 1-3 დღით გაჰყავდა. ბავშვი ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში. რასაკვირველია, იქ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ნიშანი – ეს იქნებოდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ა.შ. – შესამჩნევი იქნებოდა. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა წერეთელმა.

მინდობით აღზრდიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მარი წერეთელი ამბობს, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

„ხოლო სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ... ოჯახისგან იყო გაუჯობესება, მამაკაცი იყო დასაქმებული, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები მისი ინტეგრაციისთვის, ასევე, ჭეშმარიტი ინტერესიც, რომ ბავშვს ჰქონდა ძალიან დიდი მიჯაჭვულობა დედ-მამიშვილებთან, ასევე დედასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, ის გაზრდილიყო დედასთან“, – განმარტა მარი წერეთელმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 იანვარს, დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, წერეთელმა თქვა, რომ ამ საკითხზე შიდა აუდიტის სამსახური მოკვლევას ატარებს.

„რასაკვირველია იმ ადამიანების, იმ თანამშრომლების გადაცდომა და პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გაგაცნობთ შესაბამისი სამსახური“, – უთხრა წერეთემა ჟურნალისტებს.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი კანონით ეკრძალებოდა. ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]