weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მკვლელობისთვის გასამართლებული ბრიტანეთის მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა

11:23 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 წლის ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა.

ჯეკ შეფარდზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. შსს-ის ინფორმაციით, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 2015 წლის 8 დეკემბერს, ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, მდინარე ტემზაზე ნავით სეირნობდა. ნავის შეჯახების შედეგად ორივე მათგანი წყალში ჩავარდა. ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო შეფარდის გადარჩენა მოხერხდა. გაირკვა, რომ ნავი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და მასზე არც სამაშველო ჟილეტები იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ მდგომარეობაში ნავით წყალში გასვლა არ შეიძლებოდა.

ვიდრე ქართველ სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, ჯეკ შეფარდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა.

„ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომლის დროსაც შარლოტა დაიღუპა. პოლიციაც და ხელისუფლებაც თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ნავს ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ჩემი დაცვის მხარის მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს დაზიანებები მას წყლიდან ამოტანის დროს გაუჩნდა. ასე რომ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ავარიის დროს შარლოტა მართავდა ნავს, მაგრამ ეს ფაქტი დაივიწყეს და მედიასაც აღარ უხსენებია. დაწერეს, რომ მე ვმართავდი. ეს არ არის სიმართლე და სასამართლოსაც აღიარებული აქვს, მაგრამ პრესამ დაწერა, რომ მე დავუშვი, დაღუპულიყო“, – ამბობს შეფარდი, რომელიც განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]