weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო სამ დღეში წითელაზე 12 000 მოქალაქე აიცრა – პაატა იმნაძე

12:21 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქებაა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება.

„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის უკვე 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა“, – თქვა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წითელას წინააღმდეგ ვაქცინაცია უფასოა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი 200 000-მდე მოქალაქეს არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით გადაეცემა. დაავადება გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით და ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით. დაავადება სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]