weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხაილ ავაქიანის ძეგლი დადგეს

14:37 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი და საბავშვო მოედანი ბუღაშენელი მეცენატის, გაგიკ ავაქიანის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძეგლი მიხაილ ავაქიანის შვილებმა და შვილიშვილმა გახსნეს.

მიხაილ ავაქიანი ბუღაშენში დაიბადა. Jnews-ის ცნობით, სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში მდებარე სოფელ აღბულაგში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაქიანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ქალაქ ჰორადიზში შეტაკებების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბუღაშენი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, ბუღაშენში 460 ადამიანი ცხოვრობს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]