weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულებს გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აცრიან

11:29 პარასკევი, 25 იანვარი 2019

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზები მხოლოდ ორსულებისთვის არის განკუთვნილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. ვაქცინის განაწილება 23 იანვარს დაიწყო და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

თბილისში აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

  • შპს „ვერე-21“ პოლიკლინიკა (ქიაჩელის ქუჩა N18)
  • შპს „მედისონ ჰოლდინგი“ (კალოუბნის ქუჩა N12)
  • შპს „მედისონ ჰოლდინგი“ (ვაჟა-ფშაველა 83/11)
  • შპს „ჰერა“ (ლუბლიანას ქუჩა N5)
  • შპს „მედკაპიტალი – გლდანი“ (ვეკუას ქუჩა N18)
  • შპს „მედკაპიტალი – სამგორი“ (მოსკოვის გამზ., კვ. 4, კორპ. 3)
  • შპს „მედკაპიტალი – საბურთალო“ (გამრეკელის ქუჩა N19)
  • შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (წინამძღვრიშვილის ქუჩა N57)

25 იანვარს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, უფასო ვაქცინაციას განახორციელებს მხოლოდ ორსულებისთვის „ევექსის“ თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.

ვაქციანციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „ევექსის“ შემდეგ პოლიკლინიკებს თბილისსა და რეგიონებში:

  • საბურთალოს პოლიკლინიკა (ვაჟა ფშაველას 40)
  • დიდუბის პოლიკლინიკა (ა. წერეთლის გამზირი 141ა)
  • ისნის პოლიკლინიკა (ქეთევან წამებულის N ქუჩა 69
  •  მთაწმინდის პოლიკლინიკა (ვეკუას ქუჩა N3
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა (პეტრიწის ქუჩა N16)
  • ბათუმის პოლიკლინიკა (ხიმშიაშვილის ქუჩა N20)
  • ზუგდიდის პოლიკლინიკა (კოსტავას ქუჩა N1)
  • ფოთის პოლიკლინიკა (გამსახურდიას ქუჩა N6)
  • ქუთაისის პოლიკლინიკა (იაშვილის ქუჩა 9/11)

ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. 2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მიმართვიანობის საფუძველზე გადაწყდება, კიდევ რომელი ჯგუფებისთვის იქნება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]