weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აფხაზეთში „საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით ჯაშუშობისთვის“ მამაკაცი დააკავეს

14:59 პარასკევი, 25 იანვარი 2019

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრი, 1962 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს. ე.წ. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებული მამაკაცი საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით ჯაშუშობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა, ტყვიები და სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 274–ე და 217–ე მუხლებით, რაც სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობას და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ქალაქ სოხუმის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გ.ფ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]