ჟურნალისტის განცხადებით, აივნის კარზე ნატყვიარი და მასრა მისმა მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს. მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.
ტელეკომპანია იუწყება, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.
„სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს“, – აცხადებენ „რუსთავი 2“-ში.