„საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა, როდესაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები შემოვიდნენ და თავმჯდომარე დააკავეს. როგორც გავიგეთ, დაკავება ქრთამს უკავშირდება“, –უთხრა „რეგინფოს“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სევერიან გორდულაძემ.
საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გრიგოლ ივანეიშვილი დღეს დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.