weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შსს-მ დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

16:48 პარასკევი, 25 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.

ჟურნალისტის განცხადებით, სროლის ხმა არ გაუგიათ. აივნის კარზე ნატყვიარი და მასრა მისმა მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს. მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

ტელეკომპანია იუწყება, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.

„დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს“, – აცხადებენ „რუსთავი 2“-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]