weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან

17:23 პარასკევი, 25 იანვარი 2019
ფოტო: განათლების სამინისტრო ფოტო: განათლების სამინისტრო

2019 წლის სექტემბრამდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს გათვალისწინებულია „უსაფრთხო სკოლის“ პროექტით, რომელიც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ დღეს წარადგინეს.

სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. სამინისტროს ცნობით, ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები; შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი, დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში;

2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში, 2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური.

„მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა. შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]