სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე, განათლების სამინისტროს ცნობით, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
„სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზეა გათვლილი. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.