weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაკის გამგებლის მოადგილე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამის აღებაში დაეხმარა - სუსი

11:23 შაბათი, 26 იანვარი 2019
ფოტო: facebook.com/teimuraz.chochua ფოტო: facebook.com/teimuraz.chochua

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში დაეხმარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩოჩუამ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

„გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ანტიკორუფციული სააგენტო თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ გამოძიებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აწარმოებს. დანაშაული სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]