weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

18:04 შაბათი, 26 იანვარი 2019

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ა. - მარნეულში, 1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. კი რუსთავში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, „იერიხოს“ ტიპის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფ.ა.-ს ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]