weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მანქანების გაქურდვის და გაქურდვის მცდელობისთვის თბილისში 11 ადამიანი დააკავეს

11:17 კვირა, 27 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა. ბოლო პერიოდში, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 11 პირია დაკავებული, დანაშაულის ჩადენაში კი 3 არასრულწლოვანი ამხილეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]