weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

11:40 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს სასტუმრო „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩა, სადაც 170-მდე ადამიანი მუშაობდა, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან გვიან ღამით გაათავისუფლეს, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

გარემოვაჭრეების განცხადებით, დემონტაჟის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ. ისინი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

„რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ. გადავკეტავთ გზებს და მივხედავთ ჩვენს ცხოვრებას. აბა, მათი ხელფასები ჩვენ არ გვარჩენს. მერიასთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. გვითხრეს, რომ ჯიხურები უნდა ჩაედგათ ავტოსადგურის ეზოში, მაგრამ გააკეთეს მეორე სართულზე. ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე სართულზე ასვლაზე არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ჟურნალისტებთან.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს წერეთლის ქუჩა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული და მათ სთავაზობენ, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც „180 კეთილმოწყობილი დახლია გამოყოფილი“.

„ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. N1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ. გარემოვაჭრეებმა ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი თქვეს“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

მათივე განცხადებით, მერიის მხრიდან ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული საკითხის გარემოვაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრისთვის, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]