weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

43% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა – NDI

11:55 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7%-მა „არ იცის“.

გამოკითხულთა 25%-ის თქმით, ქვეყანაში ყველაზე ხშირია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. 21% ქურდობა-ყაჩაღობა-ძარცვას ასახელებს, 20% – ავტოსაგზაო შემთხვევებს/ავარიებს, 14% – მკვლელობას, 5% – ოჯახში ძალადობას, 4% – არასრულწლოვანთა დანაშაულს, ხოლო 1-1% – ფიზიკურ შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროვებას და უკანონო მიგრაციას.

NDI-ის შეფასებით, რიმინალის დონის ზრდის საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]