კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7%-მა „არ იცის“.
გამოკითხულთა 25%-ის თქმით, ქვეყანაში ყველაზე ხშირია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. 21% ქურდობა-ყაჩაღობა-ძარცვას ასახელებს, 20% – ავტოსაგზაო შემთხვევებს/ავარიებს, 14% – მკვლელობას, 5% – ოჯახში ძალადობას, 4% – არასრულწლოვანთა დანაშაულს, ხოლო 1-1% – ფიზიკურ შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროვებას და უკანონო მიგრაციას.
NDI-ის შეფასებით, რიმინალის დონის ზრდის საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.