weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2019

ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია – NDI

12:17 ორშაბათი, 28 იანვარი 2019 hits 363

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ნატოს წევრობას კი 78% ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ მისაღებია; 9%-ის თქმით, მიუღებელია, ხოლო 7%-მა თქვა, რომ არ იცის.

რაც შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერას უმცირესობებში, კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ მისაღებია, 18%-სთვის კი მიუღებელია.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ მისაღებია, 13%-სთვის არ არის მისაღები, ხოლო 9%-მა „არ იცის“.

ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უმცირესობებში გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, ხოლო 24%-სთვის ეს მიუღებელია.

NDI-ის კვლევა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და მათ CRRC საქართველო ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]