weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება – ლევან იზორია

13:13 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სტანდარტები ფიზიკური მომზადების კუთხითაც გამარტივდება.

„შევცვალეთ და უფრო გავამარტივეთ, თავდაცვის ძალების დაკომპლექტების და მისი პირადი შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკა. რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ თუ უწინ მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ სტანდარტებს ფიზიკური მომზადების კუთხით. პრაქტიკულად პიროვნებას, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, დახვეწოს, მათ შორის ფიზიკური მომზადების სტანდარტი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს მომზადების პერიოდში მიაღწიოს ამ სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, ახლა თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით გავშალეთ და უკვე ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი დოკუმენტაციების წარდგენა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, წელს სამხედროებს საპილოტე პროექტის სახით შესტავაზებენ „სამხედრო კარიერის ტრანზიციის პროგრამას“.

„ეს ნიშნავს სამხედროებისთვის სამოქალაქო პროფესიული განათლების დაუფლებას, რათა მათ ჰქონდეთ შემდეგში დასაქმების პრესპექტივა“, – განმარტა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]